

saswavlo centri kora
kora The Training Center


იანვრის
ანონსი
-
მიღება ჭრა-კერვის ინტენსიურ სრულ კურსებზე: ტანსაცმლის დიზაინი, კონსტრუირება, მოდელირება, ჭრა-კერვის ტექნოლოგია
სასწავლო კურსის პირობები დეტალურად:
-
მიღება დაზგაზე ქსოვის კურსებზე
სასწავლო კურსის პირობები დეტალურად:
-
მიღება ხელით ქსოვის ინტენსიურ კურსებზე
mzad xarT gadadgaT nabiji warmatebisken?! maSin, SemogvierTdiT da gadaaqcieT Tqveni ideebi realobad!
new - კვირის პოსტი
new - ვმუშაობთ მაკეტზე.
თებერვლიდან ველით ახალ მოსწავლეებს.
დეტალებს გაეცანით კორას პერსონალურ საიტზე მენიუში ''შემსაწავლელი კურსები''.

კორას კურსების უპირატესობა:
გვინდა ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, რაც წლების განმავლობაში არაერთხელ გამოქვეყნებულა როგორც ჩვენს პერსონალურ ვებ-საიტზე, ისე სოციალური ქსელების გვერდებზე: კორას პროგრამით გათვალისწინებული ტანსაცმლის დიზაინის, კონსტრუირების, მოდელირების, კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის შემსწავლელი სრული კურსი შედგენილია მათთვის, ვისაც სურს, თავად შექმნას ნებისმიერი სირთულის მოდელი და ხარისხიანი ფუნდამენტი დამოუკიდებელი საქმიანობისთვის. ჩვენი სრული კურსი მოიცავს საბაზისო თარგების აგებას და გამოყენებას ლეკალოების მისაღებად, აგრეთვე მოდელირების პრინციპებს, კერვის და ქსოვის ტექნოლოგიის დაუფლებას მარტივიდან რთულამდე.

გალერეაში გაეცნობით კონსტრუირების, მოდელირების, ჭრა-კერვის და ქსოვის პროცესს.

ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის მისაღები პირობებით შეარჩიოთ სასურველი პროფილი.

ხელსაქმე არა მხოლოდ ჰობია, არამედ შემოსავლის წყარო, იმიჯი, პრესტიჟი და დამოუკიდებლობა.
დაზგაზე ქსოვა ბევრად უფრო მომგებიანია დროის თვალსაზრისით, ვიდრე ხელით ქსოვა. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაზგაზე იქსოვება საშუალო სირთულის 2-3 მოდელი, რაც ხელით ქსოვისას შეუძლებელია.
თუ ხელით მოქსოვილი ნაწარმის ძაფის ხარჯი არის 400-500 გრამი, დაზგაზე მოქსოვილი ანალოგიური მოდელის წონა შეადგენს 300-350გრამს. სრულიად განსხვავებულია ნაქსოვის ხარისხი. ყველა ის უზორი, რომელიც იქსოვება ხელით, იქსოვება დაზგაზეც და უფრო მეტიც, შესაძლებლობები დაზგებზე ბევრად უფრო მასშტაბურია. თუმცა, ვერ ვუარყობთ იმასაც, რომ ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული ვიზუალით და კრეატიულობით გამოირჩევა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
კორა მაქსიმალურად ვრცელ და სრულყოფილ ინფორამაციას აწვდის თავის მოსწავლეებს სწავლების პერიოდში. ყველაფრის ცოდნა, რაც აუცილებელია პროფესიონალიზმის მისაღწევად, მხოლოდ კორას დახმარებით არის შესაძლებელი.
ახალი საქსოვი ძაფები. მხოლოდ შალი, ქაშმირი, მერინო და აბრეშუმი. მალე ამ ძაფებით მოქსოვილ ნაწარმსაც შემოგთავაზებთ.















